Friday, May 21, 2010



იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ჯუღაშვილი)დაიბადა 1879 წ. 21 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში.მამა ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილი იყო ჩექმის მკერავი.მუშაობდა სომეხი ალდახანოვის სამკერვალო ქარხანაში.დედა ეკატერინე(კეკე) გიორგის ასული გელაძე.17 წელი მუშაობდა მკერავად და ძალიან ცნობილიც იყო იმ დროს. იოსებს ორი ძმა ჰყავდა, რომლებიც ადრე გარდაიცვალნენ. უფროსი ძმა გიორგი ჯუღაშვილი ერთი წლისა გარდაიცვალა. შუათანა მიხეილი სულ რაღაც ორი კვირისა იყო როცა გარდაიცვალა.ამან ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ოჯახს, რის შედეგადაც მამა ბესო ჯუღასვილი სმას მიეძალა.წლების მერე სამსახურიდანაც იქნა დათხოვნილი 1909 წლის 12 აგვისტოს კი უსახელოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. დაკრძალულ იქნა სახელმწიფო ხარჯებით.იოსები ოჯახსი რიგით მესამე იყო. დაიბადა ძალიან ავადმყოფური და სუსტი აღნაგობის.ხუთი წლისა დაავადდა ყვავილით.დედა ეკატერინე იყო ღრმადმორწმუნე ადამიანი, იგი ფეხით ავიდა ჯუღაშვილების მფარველ წმინდა გიორგის ეკლესიაში და შვილის გადარჩენა შესთხოვა. იოსებ სიკვდილს გადაურჩა,მაგრამ სახეზე ავადმყოფობისგან ჭორფლი შერჩა, რის შედეგადაც იატაკქვესეთში გადასვლისას ”ჭორფლიანს ”ეძახდნენ.

ცნობილია ის ფაქტი რომ, კითხულობდა უამრავ წიგნის.ამბობენ რომ მტელი ცხოვრების განმავლობაში წაკიტხული და გაანალიზებული ჰქონდა ოცდაათიათასამდე წიგნი. 1917 წლის თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციების რევოლუციების აქტიური მონაწილე. 1917წლიდან 1924 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.1924წ. ლენინის გარდაცვალების შემდეგ გახდა კომპარტიის გენერალური მდივანი სიკვდილამდე (1953 წ.)